saqarTvelos mdinareebi - xeviswyali

ტერიტორიული ერთეულები ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში
სათავე გურიის სერი
სიგრძე 32 კმ
წყლის ხარჯი (საშ.) 4 მ³/წმ

 

მდინარე დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 850 მ. მწვერვალ საყინულის (1204 მ) მახლობლად. სიგრძე 32 კმ. ერთვის რიონს მარცხნიდან სოფელ საჯავახოსთან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4 მ³/წმ.